logo
ENG



ქუთაისის მერიასთან ხმაურია - პოლიციამ 3 აქტივისტი დააკავა

01 ნოე 202112:44
3 წუთის საკითხავი
clock 2468

ქუთაისის მერიასთან ხმაურია. შენობასთან აქტივისტები არიან, მათ მერიის წინ სტენსილით წარწერის "თავისუფლება მიშას" გაკეთება სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა და პოლიციამ 3 პირი დააკავა. პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მათ სტენსილები და სხვა ნივთები მოპარეს.


close დახურვა