logo
ENG



მელია: 8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან დავიწყოთ

07 ნოე 202121:16
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას აანონსებს. 

როგორც მელიამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ხოლო მმართველმა გუნდმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანა. 

"მინდა მოგმართოთ ქართველ პატრიოტებს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივრებს! ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება!

დღეს სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე - დასავლეთი თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი, ვხედავთ, ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება!

ყველანი, ხვალ, თავისუფლების მოედანზე! 8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან დავიწყოთ!, - ამბობს ნიკა მელია.


close დახურვა