logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტროსთან ოპოზიციის აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

10 ნოე 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock 1143

ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციამ მოქალაქეები უმიზეზოდ დააკავა. 

სამინისტროსთან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.

პარალელურად აქცია იმართება სუს-თანაც, სადაც 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკოსებიც. პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაკავების მიზეზებს არც აქ არ უხსნიან. მათ ხელს კიდებენ და პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით სვამენ. 

ერთ-ერთმა პოლიციელმა ფორმულას უთხრა, რომ შეკრებილები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ვინაიდან იკრძალება სახელმწიფო შენობების პიკეტირება. თუმცა, აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ.


close დახურვა