logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: თბილისის მერია საახალწლო განათებებსა და ნაძვის ხეში ₾207 ათასს დახარჯავს

10 ნოე 202123:34
3 წუთის საკითხავი
clock 1089
ფლანგვის დეტექტორი: თბილისის მერია საახალწლო განათებებსა და ნაძვის ხეში ₾207 ათასს დახარჯავს

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხის განახლება თბილისის მერიის კომპანიას წელს დამატებით 64 000 ლარი დაუჯდება. გასულ წელს მერიამ მის განახლებაში 103 ათას ლარზე მეტი გადაიხადა.

2021 წელს, დამატებით 36 000 ლარი საახალწლო ნათურებსა და აქსესუარებზე დაიხარჯება, 107 000 ლარი კი საახალწლო თემატიკის დეკორატიულ მატარებელზე.

ნაძვის ხე თბილისის მერიამ 2019 წელს შეიძინა და ეს შენაძენი, ქუჩების მორთვასთან ერთად, ჯამში რეკორდული 3,17 მილიონი დაჯდა. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2017-2021 წლებში მხოლოდ საახალწლო განათებებში თბილისის მერიამ და მისმა კომპანიამ ჯამში 5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.


close დახურვა