logo
ENG



პენიტენციურის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

11 ნოე 202113:32
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციურის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო", - აღნიშნულია პენიტენციური დაწესებულების განცხადებაში. თუმცა კადრებიდან იკვეთება, რომ სააკაშვილი ეწინააღმდეგება ციხის კლინიკაში გადასვლას, ხოლო თანამშრომლები მის წინააღმდეგ ძალას იყენებენ. 


close დახურვა