logo
ENG



ხუციშვილი კადრებზე: შესაძლოა ხელისუფლების მიზანი იყოს სამოქალაქო დაპირისპირება და ომიც კი

11 ნოე 202114:33
3 წუთის საკითხავი
clock 1935

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი  პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს.

როგორც ხუციშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდება. 

"ეს იყო უმძიმესი კადრები. პირველ რიგში ჩემთვის ეს იყო სწორედ არაადამიანური მოპყრობის მაგალითი. ვიტყოდი პირდაპირი მტკიცებულება ერთის მხრივ ომბუდსმენისთვის, მეორეს მხრივ სახელმწიფო ინსპექტორისთვის, რომ იქ მოხდა უმძიმესი დარღვევა პრეზიდენტის უფლებებისა. ფაქტია, რომ დღეს შემზარავი რამ ვნახე. აშკარად გვაჩვენეს, როგორ ამცირებდნენ პრეზიდენტს და როგორ არაადამიანურად ეპყრობოდნენ, თითქოს მაშინ როდესაც სამკურნალოდ გადაჰყავდათ", - ამბობს ხუციშვილი. 

იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ კადრების გავრცელებით რადიკალიზაციას უწყობს ხელს, რის შედეგადაც მმართველი გუნდის მიზანი შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირება იყოს. 

"მაშფოთებს ერთი რამ - რა მიზანი აქვს ხელისუფლებას დღეს?! ხომ არ აქვს ხელისუფლებას დღეს მიზანი იმის ნაცვლად, რომ მოხდეს სიტუაციის დამშვიდება, პირიქით მოახდინოს მაქსიმალური რადიკალიზაცია, პრეზიდენტის მხარდამჭერებისა და საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი გახლეჩის გამოწვევა, და ხომ არ აქვთ მათ თავად მიზანი სამოქალაქო დაპირისპირების წამოწყებისა.

ყველა შემთხვევაში ასეთი კადრების ნახვა შემზარავია, ხოლო პრეზიდენტის გულმხურვალე მხარდამჭერებისთვის მით უმეტეს.ბუნებრივია რომ დღეს იქნება ძალიან მწვავე რეაქცია ამაზე და გარკვეულ მანიფესტაციებზე შეიძლება რაღაც მოხდეს კიდევაც. გამოდის, რომ რადიკალიზაციის მომხრე და წამომწყები არის ხელისუფლება. შესაძლოა ხელისუფლების მიზანი იყოს დიდი სამოქალაქო დაპირისპირება და შესაძლოა სამოქალაქო ომიც კი. მაგრამ რისი იმედით? ხომ ვიცით, რომ ასეთ დროს საბოლოო ჯამში ქვეყანა ზარალდება და ყველა ვაგებთ. ხომ არ აქვთ რუსეთის იმედი?!", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. 

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა

 


close დახურვა