logo
ENG



ჯაფარიძე: თუ სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა, ეგ კადრები რატომ უნდა დადო, არ მესმის

11 ნოე 202114:47
3 წუთის საკითხავი
clock 2823
ფორმულა

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ხელისუფლება იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში საკუთარი ნებით გადავიდა. 

ჯაფარიძის შეფასებით, "თუ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა არ გინდა, სრულიად გაუგებარია, ეს კადრები რატომ უნდა დადო".

"გამოჩნდა, რომ ტყუილია, როცა იძახდნენ, რომ საკუთარი ნებით გადავიდაო და გამოჩნდა როგორ ექცევიან ყოფილ პრეზიდენტს. საგიჟეთია.. რატომ აკეთებენ ამას, ერთადერთი ახსნა მაქვს - ამ ადამიანს ჰყავს უამრავი მხარდამჭერი, ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან გამწარდებიან ამ კადრებით. თუ მართლა გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა ქვეყანაში ან მართლა ვიღაცის დავალებას არ ასრულებ, ეგ კადრები რატომ უნდა დადო, არ მესმის", - ამბობს ჯაფარიძე.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა


close დახურვა