ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში - ამირან გამყრელიძე პაატა იმნაძესთან ერთად მინისტრს და მოადგილეს ე.წ. გადაბარების პროცესზე სასაუბროდ შეხვდნენ. უკვე ოფიციალურად 5 დღეში ამირან გამყრელიძეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოსტზე თამარ გაბუნია შეცვლის. ასევე გაბუნია უხელმძღვანელებს ლუგარის ცენტრს, რომელიც რუსული პროპაგანდის შეტევის ობიექტი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა.