logo
ENG



5 აგვისტოდან საქართველოსა და ლატვიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება

28 ივლ 202015:38
3 წუთის საკითხავი
 
5 აგვისტოდან საქართველოსა და ლატვიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 5 აგვისტოდან საქართველოსა და ლატვიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მათი ცნობით, რეისებს ავიაკომპანია AirBaltic შეასრულებს. 

მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისების შესრულება აღნიშნულ მიმართულებაზე ორი სიხშირით იგეგმება. ავიარეისების განრიგი ასეთია:

  • რიგა-თბილისი, 20 აგვისტომდე - ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);
  • თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით - ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);
  • რიგა-თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
  • თბილისი-რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს.

ფრენები Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ცნობისთვის, რიგა მესამე საერთაშორისო მიმართულებაა, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერი მიმოსვლა განახლდება. 2 აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აღადგენს, ხოლო 8 აგვისტოდან პარიზი-თბილისი-პარიზის ხაზზე - ავიაკომპანია Air France.


close დახურვა