5 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ აფეთქებას სლოვაკეთის ქალაქ პრეშოვში.
საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად, 12-სართულიანი შენობის 5 სართულს ხანძარი მოედო, სახურავი და კიბე კი ჩაინგრა.
აფეთქების შედეგად დაშავდა 40-მდე ადამიანი, 30-ზე მეტი კი მაშველებმა გადაარჩინეს. ტრაგედიის ადგილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მოინახულა.