logo
ENG



5 დეკემბერს ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდება

04 დეკ 202211:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/04/7tou4piy37k5qtp.jpg

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდება. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

“6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - ,,წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია” - წერია განცხადებაში. 

სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებსაც შეხვდება და სტუდენტებისათვის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.

 

 

close დახურვა