არასწორი ინფორმირების გამო უკვე მეხუთე დღეა საქართველოს მოქალაქე, ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ამსტერდამის აეროპორტში იმყოფება.
ირმა სახვაძე "ფორმულასთან" საუბრისას ყვება, რომ მან მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ეპიდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანზიტული ფრენით ამერიკაში ჩასვლა სცადა. შესაბამის უწყებებში საქართველოს მოქალაქეს განუცხადეს, რომ ტრანზიტული მგზავრობით ის ოჯახთან ერთად შეზღუდვების მიუხედავად ამერიკაში ჩასვლას შეძლებდა.