logo
ENG



5 თვეში შეკრებილი 100 ჯიუტი

20 აგვ 202220:06
3 წუთის საკითხავი
 

5 თვეში შეკრებილი 100 ჯიუტი - ეს სახელი შეარჩიეს სამოქალაქო აქტივისტებმა საკუთარი ახალი მოძრაობისთვის. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთი მიზანი და სურვილი აერთიანებთ - ქვეყნის განვითარება და ევროპისკენ სვლა. აქტივისტები პერმანენტულად იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოს წინ და ნებისმიერ მსურველს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ, ახალი წევრებისგან კი ახალ იდეებს ისმენენ. ჯიუტები, ჯიუტად აცხადებენ რომ საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - ეს კი ევროპაა.

 


close დახურვა