logo
ENG



5 ივლისის საქმის განხილვა სტრასბურგში დაიწყო

18 იან 202319:55
3 წუთის საკითხავი
 

5 ივლისის საქმეზე კი სტრასბურგმა არსებითი განხილვა დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებას საპასუხო არგუმენტების გაგზავნა მაისამდე მოუწევს. რა გააკეთა სახელმწიფო უწყებებმა ჟურნალისტების დასაცავად და რას აკეთებს დამნაშავეების დასასჯელად? სტრასბურგმა საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება შემჭიდროებულ ვადაში მიიღო, ეს იმ ფონზე, როცა საქართველოში ორი დღის წინ სააპელაციო სასამართლომ ბოლო ექვს მსჯავრდებულსაც მოუხსნა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდება და სასჯელი შეუმცირა. ამ ეტაპზე სტრასბურგი 16 ჟურნალისტის საქმეს განიხილავს, მათ შორის არიან ფორმულას კორესპონდენტები. 

 


close დახურვა