ტურისტული კომპანიის, K ART WELL-ის დამფუძნებელი, მინდია ბაჟუნაიშვილი ამბობს, რომ 5 ივლისის ძალადობის გამო შვედმა ტურისტებმა 14 000-ევროიანი ჯავშანი გააუქმეს.
ბეჟუნაიშვილი ყვება, რომ 10 თვე დასჭირდა შვედების კონკრეტული ჯგუფის დასათანხმებლად - ისინი 6 წელია, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და ტურისტულ ადგილებს პოპულარიზაციას უწევენ.
ტურისტებმა 14 000 ევროიანი პაკეტი იყიდეს და საქართველოში მოგზაურობაც დაგეგმეს, თუმცა, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო ჯავშანი გააუქმეს.
როგორც მათ მიერ ბაჟუნაიშვილისთვის გაგზავნილ მეილში წერია, "მათ ჯგუფს საქართველოში შეიძლება პრობლემა შეექმნას განსხვავებული სტილის გამო".
"შეიძლება ვცდებით, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ". - წერენ ტურისტები.