logo
ENG



5 ივლისს თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

05 ივლ 202301:19
3 წუთის საკითხავი
 
5 ივლისს თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, 5 ივლისს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, მიცკევიჩის, პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, უნივერსიტეტის და მინდელის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების და მშველიძის ქუჩის მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ამილახვრის, ბოგდან ხმელნიცკის და ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ნაკადულის და ქაიროს ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, საქანელას, სანაპიროს, ერისთავი-ხოშტარიას, ლეონიძის, იაშვილის, ინგოროყვას, ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის, ჭონქაძის, წავკისის და ამაღლების  ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის და რადიანის  ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა