საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 160 ადამიანის დაუდასტურდა, საიდანაც 935 განიკურნა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6 489 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 337.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.