logo
ENG



5 მილიონზე მეტი ინფიცირებული - როგორია მდგომარეობა მსოფლიოში

25 მაი 202010:14
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 346 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფექციით სამი ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ​კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა კი თითქმის ხუთ-ნახევარი მილიონი შეადგინა.

მსოფლიოში ყველაზე ცხელ კერად შეერთებული შტატები რჩება, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცვხმა 100 ათასს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა კლების ტენდენციით.

შიდა გადაცემის არცერთი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა ჩინეთში. რაც შეეხება მეზობელ რეგიონებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით სომხეთში ოთხი, თურქეთში 32, რუსეთში კი 153 ადამიანი გარდაიცვალა. 


close დახურვა