logo
ENG



5 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

05 ოქტ 202200:48
3 წუთის საკითხავი
 
5 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 5 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სააკაძის, ჯავის, მოლოკოვის, გრუზინსკის, იმერეთის, ღოღობერიძის, ბეჟანიშვილის, ტოროშელიძის, ქსოვრელის, ქართველიშვილის, ღრმაღელის, ქართლის, ილურიძის, დაისის, თმოგვის, მუხრანის, სვირის, ლომთათიძის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის და ნათაძის ქუჩების მოსახლეობას.  

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბელინსკის, ზანდუკელის, ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, გოგებაშვილის და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ატენის და რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ II და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.  

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ლუბლიანას, ბოცვაძის, დისევის, ბოხუას, ტერევენკოს და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის ქუჩის მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, 17 შინდისელი გმირის, წულუკიძის, ძეგლევის, ჩაჩუას, კალოუბნის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა