logo
ENG



5 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ორსულ ცოლს სცემდა და მასზე სისტემატურად ძალადობდა

05 აპრ 202211:52
3 წუთის საკითხავი
 
5 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ორსულ ცოლს სცემდა და მასზე სისტემატურად ძალადობდა

5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელიც თავის ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და ორსულობის დროს სცემდა. ბრალდებული დამნაშავედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, კაცი წლების განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე. ასევე, მან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორსულ მეუღლეს რამდენჯერმე სასტიკად სცემა და სხვადასხვა ფორმით დაამცირა. ბრალდებულის მიმართ წარსულში ორჯერ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "კ" ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) და 126-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორსული ქალის მიმართ ოჯახის წევრის მიერ განხორცილებული ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და სასჯელის სახედ და ზომად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


close დახურვა