გელათის მდგომარეობაზე იუნესკოს 60-გვერდიანი ანგარიშის შინაარსი ცნობილია. დოკუმენტის მიხედვით, გამოვლენილია ფუნდამენტური პრობლემები. იუნესკო საქართველოს მოუწოდებს, შეიმუშაოს გააზრებული და ერთიანი გეგმა; განსაზღვროს პასუხისმგებლობები და უზრუნველყოს ქართველი პროფესიონალების ფართო მონაწილეობა. არადა მინისტრი წულუკიანი სპეციალისტების ჩართულობას მთელი ძალისხმევით ბლოკავდა. რეკომენდაციების სია გრძელია. იუნესკოს ანგარიშს წინ უსწრებდა არა ერთი დასკვნა, რომელთა ნაწილი საქართველოშია მომზადებული, მათ შორის ერთ-ერთი ავტორი ჩუბინაშვილის ცენტრია, რომლის წარმომადგენლები დღეს აცხადებენ, რომ იუნესკოს შენიშვნები ემთხვევა მათ მიერ გამოვლენილ პრობლემებს.