logo
ENG



60-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი ჩიქობავას და ხასაიას მხარდაჭერას უცხადებს

27 იან 202417:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/27/zzyk2jpn50175em.png

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად წერილს აქვეყნებენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

"ბოლო პერიოდში გახშირდა სესხების გამო ოჯახების გამოსახლება უტიფარი და ბრუტალური მეთოდებით. არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება. შექმნილი ვითარება არაკეთილსინდისიერმა გამსესხებლებმა უპატიოსნოდ გამოიყენეს და ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს ურთულეს მდგომარეობაში აყენებენ.

ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ცდილობენ, ადამიანებს საცხოვრისი ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე წაართვან, რაც ეჭვს აჩენს, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი.

ჩვენ გამოვდივართ ამ დანაშაულებრივი ქსელის და არა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, კარგად გვესმის, რომ ფინანსური ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს, ვფიქრობთ, რომ ფინანსური ინსტიტუტები თვითონვე უნდა ზრუნავდნენ ამ სისტემის აღმოსაფხვრელად, რადგან ეს მათ საქმიანობასაც აზარალებს და სახელმწიფოსაც", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველი მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების განცხადებით, ეს უსამართლო და უმძიმესი, საზოგადოების დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა - ისინი სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს და აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ არ გაათავისუფლებენ, მიიჩნევენ, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის, რის გამოც, შეუერთდებიან აქციებს და ყველა ამ სისტემის წინააღმდეგ კანონიერი ფორმით იბრძოლებენ.

წერილს ხელს აწერენ:

  1. ზვიად კვარაცხელია

  2. მაია კუდავა

  3. ნიკა ლაშხია

  4. ხვიჩა ყალაბეგაშვილი

  5.  გვანცა ჯობავა

  6. ნინო ნადირაძე

  7. თეკლა ქველაძე

  8. გიორგი შონია

  9. ბექა ქურხული

  10. ლევან ბერძენიშვილი

  11. სანდრო ნავერიანი

  12. მანანა მათიაშვილი

  13. ნათია ორმოცაძე

  14. ნუკა ღამბაშიძე

  15. ნიკი თარხან-მოურავი

  16. ბათუ დანელია

  17. პაატა შამუგია

  18. თამარ ლონდარიძე

  19. მაგდა კალანდაძე

  20. დავით სამნიაშვილი

  21. ინგა ჟღენტი

  22. ნატო გორდელაძე

  23. მერაბ ფიფია

  24. რუსუდან რუხაძე

  25. ლუკა ბაქანიძე

  26. ლანა კალანდია

  27. იაკი კაბე

  28. ელენე ჯაფარიძე

  29. ანა ჯავახიშვილი

  30. თამარ ჟღენტი

  31. ზურა პაპიაშვილი

  32. თინა მამულაშვილი

  33. კოკა ქამუშაძე

  34. მაშო სამადაშვილი

  35. არჩილ ქიქოძე

  36.  მიხეილ ციხელაშვილი

  37. ია ჯინჭარაძე

  38. ნატო ალხაზიშვილი

  39. ნუკრი ბერეთელი

  40. დალილა გოგია

  41. ირინე ჭოღოშვილი

  42. ნათია მიქელაძე

  43.  მაია თარგამაძე

  44. ნანა ჯანაშია

  45. ნინო ჭინჭარაული

  46. ნათია გიორგაძე

  47.  ირაკლი ლომოური

  48. ქეთი ქანთარია

  49. მაიკო დანელია

  50. ბესო სოლომანაშვილი

  51. თორნიკე სიბაშვილი

  52. ნატაშა ლომოუერი

  53. მაია ცირამუა

  54. ნესტან კვინიკაძე

  55. თეონა ჭანიშვილი

  56. დარეჯან კიკოლიაშვილი

  57. ლექსო ქურხული

  58. ქეთევან ყანჩაშვილი

  59. ნიკოლოზ აგლაძე

  60. ხათუნა თავდგირიძე

  61. ნინო ლეჟავა

  62. ტორესა მოსი


close დახურვა