logo
ENG



600-მდე მაღაროელი ალტერნატიულ ობიექტზე დასაქმდება, დანარჩენები ხელფასის 60%-ს მიიღებენ

21 მაი 202008:11
3 წუთის საკითხავი
 

600-მდე დასაქმებული, რომლებიც მაღაროების პიკეტირების გამო ვეღარ მუშაობდნენ, სხვა ალტერნატიულ ობიექტებზე დასაქმდებიან.

ის ადამიანები, რომლებიც ამ სიაში ვერ მოხვდებიან, 60%-ის ოდენობით შრომით ანაზღაურებას მიიღებენ. საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პროფკავშირის გაერთიანებასთან ერთად კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" მიიღო.

კომპანია პროფკავშირებთან ერთად კომისიის შექმნასაც გეგმავს. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სქემით მოხდება მთავრობის შეღავათების შედეგად გამოთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადის თანხების გადანაწილება.

"600-მდე ადამიანი დასაქმდება კომპანიაში, იმ ბლოკირებული მაღაროს პრობლემებიდან გამომდინარე. მეორე საკითხი არის ის რომ, ის ადამიანები, რომლებიც ვერ დასაქმდებიან და იღებენ მოცდენისას 30%-ს, ახლა მიიღებენ 60%-ს. ასევე მნიშვნელოვანია, საშემოსავლოსთან მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა. 

 


close დახურვა