logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: მზიურის პარკში ჰიპოპოტამის ქანდაკებაში მერია 168 000 ლარს გადაიხდის

12 ნოე 202114:48
3 წუთის საკითხავი
clock 665
2021/11/12/5h39fl38o4r0f2m.png
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მზიურის პარკში ჰიპოპოტამის ქანდაკებაში თბილისის მერია 168 000 ლარს გადაიხდის.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქანდაკების დასამზადებლად ხელშეკრულება გამარტივებული წესით 2021 წლის აგვისტოში გააფორმა. სავარაუდოდ მზიურის დამსვენებლები ჰიპოპოტამის ქანდაკების ნახვას პარკში 2022 წლიდან შეძლებენ.

"ხელშეკრულების თანახმად თბილისის მერია 167 759 ლარს იხდის ჰიპოპოტამის ქანდაკების დამზადება და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩასატარებლად. ქანდაკება მზიურის პარკში ხელოვნურ ტბასა და პარკურის მოედანს შორის დაიდგმება. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კომპოზიცია შედგება 2 ფიგურისგან: ჰიპოპოტამის და გაფრენილი მტრედების ალეგორიისაგან", - წერია განცხადებაში. 

ფლანგვის დეტექტორი მიიჩნევს, რომ მოცემული შესყიდვა კიდევ ერთხელ გამოკვეთს არსებულ პრობლემებს. ნაცვლად გამწვანებაში თანხის დახარჯვისა, მერია 167 ათას ლარზე მეტს ჰიპოპოტამის ქანდაკებაში ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ ჰიპოპოტამის ქანდაკებაში დახარჯული თანხით მერია შეძლებდა შემდეგი რაოდენობის ხე მცენარეების შეძენას:

"სამხრეთის აკაკი - 219 ნერგი

მინდვრის ნეკერჩხალი - 288 ნერგი

პარალელურად, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის თანახმად "მნიშვნელოვანია, ქალაქების მაცხოვრებლებს ჰქონდეთ მარტივი წვდომა გამწვანებულ საჯარო ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ინდიკატორი, რომლითაც მსგავსი ხელმისაწვდომობა შეიძლება გაიზომოს, არის თანაფარდობა მწვანე სივრცესა და მოსახლეობის რაოდენობას შორის". თუმცა, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი დღემდე არ არის განსაზღვრული.

2001 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 5.6 კვადრატული მეტრი იყო. უფრო განახლებული ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრი გამწვანება მოდის ერთ ადამიანზე ბოლო წლებისთვის, არ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 1980-იანებში 13 კვ.მ-ს შეადგენდა", - ამბობენ ფლანგვის დეტექტორში

გარდა ამისა, ფლანგვის დეტექტორში ხაზს უსვამენ თბილისის მერის კახა კალაძის 2018 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: “ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეფექტიანად დაიგეგმოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები და მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა კონკრეტულად ამ მიმართულებით“. აღნიშნულ განცხადებამდე და შემდგომშიც ეჭვქვეშ დადგა, რამდენად ეფექტიანად ხარჯავს თბილისის მერია თანხებს გამწვანების მიმართულებით, ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით.

მაგალითად, მოქალაქეებს კითხვები გაუჩნდათ მაშინ, როდესაც თბილისის მერიამ კუს ტბაზე კუს ქანდაკების განსათავსებლად 23,992 ლარი გადაიხადა, თუმცა ეს პარკში ძვირადღირებული ქანდაკების განთავსების ერთადერთი შემთხვევა არ იყო.აღმოსავლური ჭადარი - 219 ნერგი. 


close დახურვა