logo
ENG



ფოტიგა: სააკაშვილის ციხეში მონახულებასთან დაკავშირებით უარი მივიღე

13 ნოე 202112:13
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების საშუალება არ ეძლევა. ნებართვა მას იუსტიციის სამინისტრომ არ მისცა. ფოტიგა ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მონახულების საკითხზე უარი მიიღო. 

სააკაშვილის შიმშილობას და ექსპრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს ფოტიგა ტვიტერზე გამოეხმაურა: 

"სააკაშვილის ციხეში მონახულებასთან დაკავშირებით უარი მივიღე. დასანანია, რომ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ვხედავ კეთილი ნების და გამჭვირვალობის ნაკლებობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჯერ კიდევ არსებობს ამ ვითარების გადაწყვეტის შანსი. საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე". - აცხადებს ევროპარლამენტარი. 

ანა ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოფრინდა. როგორც თავად თქვა, მიზანი მიხეილ სააკაშვილითან დაკავშირებით ვითარების გაცნობა და შეფასება იყო. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 44-ე დღეა. 

8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს


close დახურვა