logo
ENG

სირცხვილია: ბათუმში სუს-თან უკანონოდ დააკავეს აქტივისტი, რომელმაც ვიდეოგადაღება არ შეწყვიტა

13 ნოე 202119:12
3 წუთის საკითხავი
clock 358
2021/11/13/oq2qagfbk1y1oml.jpg
სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ ბათუმის სუს-ის შენობასთან დააკავეს მათი აქტივისტი თამარ კურატიშვილი.

სირცხვილია ამბოს, რომ დაკავებამდე თამარ კურატიშვილს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს და საპასუხოდ პოლიციამ ის დააკავა.

სირცხვილია ამბობს, რომ სუს-ის დავალებით პოლიცია ყველა იმ პირს აკავებს, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს.

 "ამ წუთებში ბათუმში, სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე უკანონოდ დააკავესსირცხვილიასბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი

დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა თაკოს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს. საპასუხოდ პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.

სუს-ის დავალებით პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს" , - წერს მოძრაობა სირცხვილია

 
 

დაკავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფორმულა შსს-ს დაუკავშირდა, უწყება ადასტურებს, რომ ერთი პირია დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, თუმცა, სად არის გადაყვანილი თამარ კურატიშვილი, რომელსაც თანააქტივისტები ვერ პოულობენ, ამაზე შსს-ს ინფორმაცია არ აქვს.

 

close დახურვა