logo
ENG

ჯაფარიძე: იმედა კლდიაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და მისი ანგარიშები დააყადაღეს

14 ნოე 202115:08
3 წუთის საკითხავი
clock 406

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ქუთაისში სუს-თან აქციისას დაკავებულ იმედა კლდიაშვილს 7 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მის ანგარიშებს ყადაღა დაადეს.

12 ნოემბერს გირჩი -მეტი თავისუფლების წევრებმა, საქართველოს 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტეს. იმედა კლდიაშვილი ქუთაისში, სუს-ის შენობასთან პროტესტისას დააკავეს.

იმედა კლდიაშვილმა, გუშინ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, პროტესტისას დაკავებულ პარტიის კიდევ ერთ წევრს, გიორგი ფუტკარაძეს, 4 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ფუტკარაძე პროტესტის ადგილას იყო, თუმცა პროტესტში მონაწილეობა არ მიუღია. 

ასევე 12 ნოემბერს ბათუმში დაკავებულ გირჩის წევრს, თემურ გორგაძეს, 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

თელავში ტორესა მოსის, ასევე გორში ბადრი გრიგალაშვილის და ზურა ხომერიკის სასამართლო პროცესები კი 19 ნოემბრამდე გადაიდო. 

close დახურვა