logo
ENG



ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა დაიწყო, მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები

15 ნოე 202115:22
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

ისინი ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ და ახლა ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან. 

მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. 

გამოჩნდა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები. 

აქცია ნიკა მელიამ გუშინ, 14 ნოემბერს დააანონსა. დღეს, 15 ნოემბერს კი შსს-მ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში "პროპორციულ ძალებს და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს". 


close დახურვა