logo
ENG



ევროკავშირმა საქართველოს კოვიდსერთიფიკატი აღიარა

15 ნოე 202115:59
3 წუთის საკითხავი
clock 3864
2021/11/15/oz9bhp89xlz5g0t.jpg

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდსერთიფიკატი აღიარა, ასევე, საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდსერთიფიკატის სისტემას. შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

"საქართველოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 


close დახურვა