მშვიდობიანი დემონსტრანტების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. დემონსტრაციის პარალელურად მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.
ორივე სანაპიროს ბლოკირება ნიკა მელიამ გუშინ, 14 ნოემბერს დააანონსა. დღეს, 15 ნოემბერს კი შსს-მ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში "პროპორციულ ძალებს და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს".