logo
ENG



წილოსანი: ვნერვიულობ ხოშტარიაზე და მინდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს

19 ნოე 202112:15
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა მოშიმშილე ელენე ხოშტარია პარლამენტში მოინახულა. მან არ უპასუხა შეკითხვას, ნანობს თუ არა თავის განცხადებას, რომ ხოშტარია შიმშილობით სახელმწიფოს აშანტაჟებს.

"მიუხედავად იმისა, ჩვენ პოლიტიკური პოზიციები გვაქვს და რა მოსაზრებები გვაქვს ერთმანეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, არ შეიძლება სხვაობა ადამიანურ დამოკიდებულებებში და ადამიანურად, მე ძალიან ვნერვიულობ მასზე და მინდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს", - ამბობს წილოსანი.

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს. 

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 19 ნოემბერს ელენე ხოშტარიამ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და გადასხმებზე უარი თქვა. 

 


close დახურვა