logo
ENG



ტიკარაძე: გორის ჰოსპიტალი სრულად აღჭურვილია, MRI-ს აპარატი ტექნიკურად გამართულია

19 ნოე 202118:56
3 წუთის საკითხავი
clock 955
ფოტო: ფორმულა/კადრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალი, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაყვანა შესთავაზეს, ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი. 

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ MRI-ს აპარატი გამოსულაი მწყობრიდან, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"გორის ჰოსპიტალი არის სრულად აღჭურვილი იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ MRI-ს აპარატი გამოსულია მწყობრიდან არ შეესაბამება სიმართლეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული აფდეითი და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი შეუფერხებლად", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 


close დახურვა