logo
ENG



ტიკარაძე: გორის ჰოსპიტალი უსაფრთხო იქნება, სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა

19 ნოე 202118:59
3 წუთის საკითხავი
clock 673
ტიკარაძე: გორის ჰოსპიტალი უსაფრთხო იქნება, სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა
რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება, სადაც მისთვის "განსაკუთრებული პალატა" მოეწყო. მინისტრი სამხედრო ჰოსპიტალში იყო, სადაც ერთი საათის განმავლობაში სააკაშვილის გადაყვანისთვის მზადების პროცესს ეცნობოდა. 

"უარის მთავარი პირობა იყო, რომ მისთვის უზრუნველყოფილი ყოფილიყო უსაფრთხოება. ჩაითვალა, რომ გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც შეგვიძლია, პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, მისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ და განმარტა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის იქ ყოფნის პერიოდში, სხვა პაციენტებისთვის ჰოსპიტალი არ გადაიკეტება.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

შიმშილობა უკვე შეწყვიტა ელენე ხოშტარიამ. 


close დახურვა