logo
ENG



რომელ ობიექტებზე დაგვჭირდება "მწვანე სტატუსის" წარდგენა პირველი დეკემბრიდან

24 ნოე 202114:04
3 წუთის საკითხავი
 
რომელ ობიექტებზე დაგვჭირდება "მწვანე სტატუსის" წარდგენა პირველი დეკემბრიდან

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, იმ ადგილების ჩამონათვალი გამოაცხადა, სადაც პირველი დეკემბრიდან ადამიანები მწვანე სტატუსის წარდგენის შემთხვევაში დაიშვებიან.

ადგილები რომელზე წვდომისთვისაც საჭიროა მწვანე სტატუსის ქონა:

  • რესტორნები, კაფეები, ბარები,  - ღია და დახურული სივრცეები,
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;
  • სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;
  • სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.

ამასთანავე, გიორგი ღიბრაძის თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭებათ იმ ადამიანებს, ვინც:

  • აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით;
  • წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს;
  • გადაიტანა კოვიდინფექცია.

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი. შეგახსენებთ, რომ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსისგან 763 755 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  

"მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს აცრის 2 დოზა, აქვს გადატანილი კოვიდინფექცია. თუმცა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება უკვე მუდმივად. თუ ადამიანს აქვს PCR ტესტი გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის, ან თუ გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი" - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 


close დახურვა