როგორ აპირებდა ქართული ოცნება ბათუმის საკრებულოში კონფიგურაციის შეცვლას. მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნების შედეგად უმცირესობაში აღმოჩნდა, მაგრამ ირაკლი კობახიძე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ რეალობა შეიცვლებოდა. არჩევნებიდან ცოტა ხანში გახარიას პარტია მისმა ერთ-ერთმა წევრმა დატოვა.
ქართულ ოცნებას მანდატები უმრავლესობის მოსაპოვებლად მაინც არ ჰყოფნიდა. ამიტომ ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. დადგება თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი - ოპოზიცია რიჟვაძის გადადგომას ითხოვს.