მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეში საგაკვეთილო პროცესის დროს ჭერი ჩამოინგრა. სკოლა ერთი თვის წინ გაიხსნა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
სკოლის დირექტორი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ შემთხვევას ხვალიდან შესაბამისი კომისია შეისწავლის. ის არ ასახელებს კომპანიას, რომელმაც ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხვალ, ერთი დღით სასწავლო პროცესი შეჩერდება.