logo
ENG



ინჯია მოსამართლეს: რამდენპროცენტიანი სესხი გაქვთ? რომელი სპორტი გიყვართ?

25 ნოე 202117:39
3 წუთის საკითხავი
clock 2200
2021/11/25/t7s8eqgoas0ftsz.jpg

ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ოქროპირიძის ჰკითხა რამდენპროცენტიანი სესხი აქვს და რომელი სპორტი უყვარს მოსამართლეს.

ფრიდონ ინჯია: რამდენპროცენტიანი სესხი გაქვთ აღებული

თამარ ოქროპირიძე: კი, მაქვს. თუ არ ვცდები, 7 ან 8.

ფრიდონ ინჯია: ძალიან კარგი. იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა გარკვეულ წილად არათანაბარ პირობებშია ევროპელებთან და დაჩაგრულები არიან იმ დიდი პროცენტებით, რომელიც არის დღეს საქართველოში. ალბათ, ჩვენი ხელისუფლების ბრალია ეს ყველაფერი. სპორტი რომელი გიყვართ?

თამარ ოქროპირიძე: მე არც ერთ... ფეხბურთი...

ფრიდონ ინჯია: მე გეტყვით - ავტორბოლა.

თამარ ოქროპირიძე: ...

ფრიდონ ინჯია: მანქანა გეყოლებათ, თუ იქნებით უზენაესი სასამართლოს წევრი.

თამარ ოქროპირიძე: მანქანა მყავს, კი

ფრიდონ ინჯია: ნუ, მაშინ არ გექნებათ ეს ჯარიმები, რომელიც მიიღეთ სიჩქარის გადაჭარბებაზე.

თამარ ოქროპირიძე: აამ...

ფრიდონ ინჯია: კიდევ ერთი მთავარი კითხვა, რომელიც მაქვს... 

თამარ ოქროპირიძე: ანუ...

ფრიდონ ინჯია: გასაგებია... ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ აგირჩევენ. 

თამარ ოქროპირიძე: არ შეიძლება, რამე კომენტარი რომ გავაკეთო?

ფრიდონ ინჯია: არა, კომენტარი, არა. კომენტარი პატრულთან...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. გარდა ამისა, კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს. 


close დახურვა