logo
ENG



"ავღანელმა გოგომ" National Geographic-ის ყდიდან იტალიაში ლტოლვილის სტატუსი მიიღო

26 ნოე 202110:56
3 წუთის საკითხავი
clock 950
2021/11/26/3lnkxs9aj5b0jb1.jpg

"ავღანელმა გოგომ", რომელიც 1985 წელს National Geographic-ის ყდაზე გამოჩნდა, იტალიის მთავრობისგან ლტოლვილის სტატუსი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

12 წლის შარბატ გულას, პუშტუნელი ობლის ფოტო ავღანეთი-პაკისტანის საზღვარზე ლტოლვილთა ბანაკში 1984 წელს გადაიღეს და შემდეგ წელს უკვე ჟურნალში გამოაქვეყნეს. გულა ათეული წლის შემდეგ პაკისტანში იპოვეს, ამ ხნის განმავლობაში კი მისი ვინაობა უცნობი იყო. 

იტალიის პრემიერმინისტრის კანცელარიის განმარტებით, შარბატ გულა ახლა დაახლოებით 40 წლისაა და რომში უკვე ჩაფრინდა.

"1985 წელს სტივ მაკკარის ფოტოს დამსახურებით, შარბატ გულამ გლობალური ცნობადობა მოიპოვა იმდენად, რომ გახდა სიმბოლო ისტორიული კონფლიქტებისა, რომელიც ავღანეთმა და მისმა ხალხმა გაიარა", - ნათქვამია პრემიერ მარიო დრაგის ოფისის განცხადებაში.

როგორც ოფისში აცხადებენ, არაერთმა ორგანიზაციამ თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მიმართა იტალიის მთავრობას შარბატ გულას დახმარებისთვის, პრემიერმა დრაგიმ კი საკითხი თავის თავზე აიღო და ქალის ევაკუირება დაგეგმა.


close დახურვა