logo
ENG



ზუგდიდსა და ბათუმში ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს

26 ნოე 202114:06
3 წუთის საკითხავი
clock 482
2021/11/26/lx3fh4gcq3gs499.jpg

ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

ბათუმისა და ზუგდიდი წინა მოწვევის საკრებულოებმა პროტესტის ფონზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ახალ საკრებულოს მიზანმიმართულად არ იწვევენ, რათა ფინანსურ დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაამტკიცონ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია. ორივე ქალაქის საკრებულოებთან დილიდან მობილიზებულია პოლიცია.

ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩასაშლელად ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება დაასხა. სხდომა დროებით შეჩერდა. 


close დახურვა