ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდის საკრებულოსთან პოლიციის მიერ მოტეხილ თითზე ორი თვით ფიქსატორი, შემდეგ კი ოპერაცია დასჭირდება.
"ორივე თვე ფიქსატორი და მერე ოპერაცია. არაუშავს, ცხრა თითითაც ვიბრძოლებ", - წერს ის ფეისბუქზე.
ანი წითლიძეს თითი მას შემდეგ დაუზიანეს, რაც ზუგდიდის საკრებულოს წინ პულივიზატორით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა.
ზუგდიდის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ პროტესტის ფონზე დაამტკიცა.
ოპოზიციის განცხადებით, ახალი საკრებულო მიზანმიმართულად არ მოიწვიეს, რათა ფინანსური დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაამტკიცონ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია.