logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

26 ნოე 202115:56
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

როგორც ზელენსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ინფორმაციით გადატრიალება 1-2 დეკემბერს არის დაგეგმილი. მისივე თქმით, პუტჩის დაგეგმვაში ოლიგარქ რინატ ახმეტოვის გარემოცვაა ჩართული.

"მიმაჩნია, რომ ეს არის ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ, რომელშიც ახმეტოვს ითრევენ. ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან ეს არის ომი შენი ქვეყნის, მოსახლეობის და პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ხალხმა აირჩია", - თქვა ზელენსკიმ და ოლიგარქი პრეზიდენტის რეზიდენციაში სასაუბროდ მიიპატიჟა.

მისივე თქმით, იქ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან კონფლიქტის გამწვავებისთვის მზად არის, თუმცა "ის ყველაფერი რაც ახლა ხდება გაზვიადებაა".

"მგონია, რომ ასეთი ალბათობა არსებობს, თუნდაც ყოველ დღე, მაგრამ მგონია, რომ ახლა, ბევრი მედია პლატფორმის მხრიდან გაზვიადება ხდება, თითქოს ხვალ ომი იქნება. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს და სრულად ვართ მზაად ნებისმიერი ესკალაციისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

ნოემბრის დასაწყისში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია რუსი სამხედროების აქტიურ გადაადგილებაზე ქვეყნის საზღვრის გასწვრივ და მათ რაოდენობრივ ზრდაზე.


close დახურვა