logo
ENG



RSF: ვგმობთ ცენზურას და მთავარი არხის დიდი თანხით დაჯარიმებას

27 ნოე 202102:00
3 წუთის საკითხავი
 
RSF: ვგმობთ ცენზურას და მთავარი არხის დიდი თანხით დაჯარიმებას

რეპორტიორები საზღვრების გარეშე ეხმაურება მარეგულირებელი კომისიის მიერ მთავარი არხის დაჯარიმებას. RSF გმობს ცენზურას, ასევე, დიდ გადასახადს და მოუწოდებს მარეგულირებეს გადაწყვეტილების გადახედვას.

"საქართველოში მთავრობისადმი კრიტიკული მედია მთავარი არხი 36 000$–ით დააჯარიმეს, სააკაშვილის მხარდამჭერი ვიდეორგოლის გაშვებისთვის, რომელიც მიიჩნიეს პოლიტიკურ პროპაგანდად არასათანადო პერიოდში. RSF გმობს ცენზურის მექანიზმს და უზომო გადასახადს. RSF მოუწოდებს მარეგულირებელს გადახედოს გადაწყვეტილებას," – წერს რეპორტიორები საზღვრების გარეშე ტვიტერზე.

25 ნოემბერს მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარმა არხმა არაწინასაარჩევნო პერიოდში "პოლიტიკური რეკლამა" ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განათავსა. მარეგულირებელმა ტელეკომპანიას პოლიტიკურ რეკლამად ჩაუთვალა "სირცხვილიას" მიერ მომზადებული ვიდეო "ოცნების" საგარეო კურსზე და კლიპი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე.

ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ.

კერძოდ, საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. ვიდეორგოლი მოძრაობა სირცხვილიამ განათავსა მთავარი არხის ეთერში. სირცხვილიაში ამბობენ, რომ მათი ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ. 

ასევე, ჯარიმა დააწესეს კიდევ ერთი კლიპის გამოც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. 

მარეგულირებლის იურისტმა, თამარ ხუხნიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავარი არხისთვის აქამდე გამოყენებულ ჯარიმებს პრევენციული ხასიათი არ ჰქონდა.


close დახურვა