logo
ENG



დევნილების პროტესტი ზუგდიდში - 63 წლის ქალმა პირი ამოიკერა

28 ნოე 202120:45
3 წუთის საკითხავი
clock 1363
2021/11/28/gjwdnntuu9sdbhn.png

ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილები უკვე მეათე დღეა, შიმშილობენ.

ისინი ამბობენ, რომ ბინები არასამართლიანად ნაწილდება და მათი პროტესტის მიზეზიც სწორედ ეს არის. 

როგორც აცხადებენ, ხელისუფლება ბინებს იმათ აძლევს, ვინც მმართველ პარტიასთან არის დაახლოებული. 

ამასთან, მათი თქმით, სოციალურმა სააგენტომ ქულები მოუმატა, რის გამოც ბინებით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ. 

პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა მოშიმშილემ, 63 წლის ქალმა პირი ამოიკერა. 

დევნილები ამბობენ, რომ შენობა, რომელშიც ცხოვრობენ, ავარიულია და ინგრევა, ამიტომ შენობიდან გარეთ, კარავში გადაინაცვლეს. 

მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დაახლოებით 600 ოჯახს გადაეცა ბინა, რასაც ასევე წინ უძღოდა საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ოჯახები ქართულ ოცნებასთან აფილირების მიხედვით არიან შერჩეული და არა - რეალური საჭიროებების. 


close დახურვა