logo
ENG



ენეს კანტერ თავისუფლება

28 ნოე 202120:47
3 წუთის საკითხავი
clock 953
2021/11/28/tx60h0s8tqql4d7.jpg

 NBA-ის თურქმა ცენტრმა, ენეს კანტერმა, სახელი შეიცვალა. ამიერიდან, მას, ოფიციალურად, ენეს კანტერ ფრიდომი - ანუ, ენეს კანტერ თავისუფლება ჰქვია. 29 ნოემბერს ის ასევე, ოფიციალურად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ხდება.

ენეს კანტერ ფრიდომი გამორჩეულია მისი სოციალური აქტივიზმით. განსაკუთრებით აკრიტიკებდა მშობლიური თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, მმართველობას, რის გამოც კალათბურთელს 2017 წელს თურქული პასპორტი ჩამოერთვა, მისი მამა კი მცირე ხნით პატიმრობაში იყო. 

 2019 წლის იანვარში კანტერის ურთიერთობა თურქეთის მთავრობასთან კრიტიკულად დაიძაბა, როდესაც კალათბურთელმა ლონდონში, ნიუ იორკ ნიქსსა და ვაშინგტონ უიზარდსს შორის გასამართ შეხვედრაში მონაწილეობაზე განაცხადა უარი. მისი მტკიცებით, ერდოღანის მთავრობა იქ მის ლიკვიდაციას ეცდებოდა.

ენეს კანტერ ფრიდომი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მე-12 სეზონს ატარებს. წლევანდელ სეზონში ის ბოსტონ სელტიქსის მაისურით ასპარეზობს და მოედანზე 11.2 წუთს ატარებს, ამ დროში კი მისი მონაგარი 4.2 ქულა და 5.2 მოხსნაა.


close დახურვა