ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი მეზობლები იყვნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.