logo
ENG

ედუარდ სააკაშვილი მამაზე: აქვს სურვილი, დაესწროს პროცესს, იმედი მაქვს, შესაძლებლობა ექნება

01 დეკ 202115:53
3 წუთის საკითხავი
clock 1198
კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში შვილმა და დედამ მოინახულეს. ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სისუსტე შეემჩნევა.

"აქვს სურვილი, რომ დაესწროს პროცესს და მეც იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება. პოლიტიკაზე დიდად არ გვისაუბრია. უბრალოდ მოვინახულეთ. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს, ზოგადად", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, მათ ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, გადაიყვანენ თუ არა ხვალ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწროს.


close დახურვა