logo
ENG



"თუ ეს პოსტი ავთენტურია, სარალიძისადმი ჩემი გინებაც ავთენტურია" - ღარიბაშვილის ცოლის ძმა

01 დეკ 202116:42
3 წუთის საკითხავი
clock 3745
2021/12/01/go92y4k1i1ucfyr.jpg

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი მუქარაზე ზაზა სარალიძის განცხადებას ეხმაურება.

"თუ ეს პოსტი ავთენტურია, ჩემი მისდამი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ!" - წერს თამაზაშვილი ფეისბუქზე და ზაზა სარალიძის პოსტის სქრინს აქვეყნებს.

30 ნოემბერს TV პირველის ეთერში მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე კრიტიკული პოსტების დაწერის გამო "ვიღაცები მიუგზავნეს" და დაემუქრნენ.

"დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით. ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ოჯახის ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები", - თქვა სარალიძემ.

TV პირველმა გაავრცელა მინაწერის სქრინიც გაასაჯაროვა. 


close დახურვა