რიგაში NATO-ს მინისტერიალი გაიმართა. მას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ.
სხდომის გამხსნელ სიტყვაში NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოსა და უკრაინაზეც ილაპარაკა.
სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა "მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ" და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს უახლოესი პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებსა და მისიებში და ისწრაფვიან ალიანსში გაწევრიანებისკენ.
"მოკავშირეები ადასტურებენ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.
ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მათი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს. ვთავაზობთ საზღვაო მხარდაჭერას და ვუზიარებთ ინფორმაციას". - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის მეტად გაძლიერებისთვის რეფორმების გატარება გადამწყვეტია.
"შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ რეფორმების განხორციელების კუთხით წინსვლის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ტრანსფორმაციის გაგრძელების მნიშვნელობა. ეს რეფორმები გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო ძლიერები და მტკიცე გახდნენ". - ამბობს იენს სტოლტენბერგი.