
ბერლინში ანგელა მერკელის გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელიც 16 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერის პოსტს ტოვებს. ოფიციალურად ის პოსტიდან 8 დეკემბერს გადადგება.
ცერემონია გერმანიის სამხედრო ძალებმა გამართეს და ის თავდაცვის სამინისტროს ეზოში ჩატარდა. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ღონისძიებამ შეზღუდულ ფორმატში ჩაიარა. მას 200-მდე სტუმარი დაესწრო, მათ 52 ადამიანი, რომელთაც ანგელა მერკელის ხელმძღვანელობის დროს მინისტრის პოსტები ეკავათ.
ღონისძიების დასამახსოვრებელი ნაწილი იყო სამხედროების მარში მუსიკის ფონზე, რომელიც თვითონ მერკელმა შეარჩია. მარშისთვის მან სამი კომპოზიცია შეარჩია, ერთ-ერთი კი იყო პანკ-როკ შემსრულებლის ნინა ჰაგენის სიმღერა Du hast den Farbfilm vergessen (შენ ფერადი ფირიდა გავიწყდა ). გარდა ამისა, შეასრულეს ჰილდეგარდ კნეფის რომანტიკული კომპოზიცია Fur mich sollʼs rote Rosen regnen (ჩემთვის წითელი ვარდების წვიმა უნდა მოდიოდეს) და ქრისტიანული ჰიმნი Großer Gott, wir loben dich.
ანგელა მერკელი უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს, რომლითაც არის შესაძლებელი, გერმანიის სამხედრო ძალებმა პატივი მიაგონ სამოქალაქო პირს.