logo
ENG



1 წელში ზეთი 28%-ით, ბოსტნეული 26%-ით, პური კი 20%-ით გაძვირდა - საქსტატის მონაცემები

03 დეკ 202112:58
3 წუთის საკითხავი
 
1 წელში ზეთი 28%-ით, ბოსტნეული 26%-ით, პური კი 20%-ით გაძვირდა - საქსტატის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში ინფლაცია, წინა წლის ნოემბერთან შედარებით 12.5%-ია. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.6%-ია.

საქსტატის თანახმად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელ.ენერგია და აირი.

გასული წლის ნოემბერთან შედარებით 2021 წლის ნოემბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები 17%-ითაა გაზრდილი. მათ შორის: 

ზეთი და ცხიმი - ფასები გაზრდილია 27.7%-ით,

ბოსტნეული და ბაღჩეული - ფასები გაზრდილია 26.2%-ით,  

პური და პურპროდუქტები - ფასები გაზრდილია 20.4%-ით,

რძე, ყველი და კვერცხი - ფასები გაზრდილია 17.9%-ით,

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - ფასები გაზრდილია 17.4%-ით   

თევზეული - ფასები გაზრდილია 16%-ით,

ხილი და ყურძენი - ფასები გაზრდილია 15.5%-ით,

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - ფასები გაზრდილია 13.6%-ით,

ხორცი და ხორცის პროდუქტები - ფასები გაზრდილია 10.7%-ით,

ყავა, ჩაი და კაკაო - ფასები გაზრდილია 6.9%-ით.

გასული წლის ნოემბერთან შედარებით კი ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 14.2%-ითაა გაძვირებული.

აღსანიშნავია, რომ 20.2%-ითაა გაზრდილი ფასები ტრანსპორტის ჯგუფში. 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 30.1%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურება 2.6%-ით გაძვირდა. 


close დახურვა